„ბარსელონამ“ აგუეროს ოფიციალური წინადადებით მიმართა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ აგუეროს ოფიციალური წინადადებით მიმართა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. 32 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს „ბარსელონა“, რომლის წარმომადგენლებმაც უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით არგენტინელ ფეხბურთელს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Tyc Sports იტყობინება, აგუეროს ხილვა „ბარსელონაში“ კლუბის ახალ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სურს. კატალონელთა თავკაცი იმედოვნებს, რომ ფორვარდის გუნდში მისვლა დაალაგებს ურთიერთობას ლიონელ მესისთან და დაარწმუნეს მას „ბარსელონაზე“ დარჩენაზე.

სერხიო აგუეროს კონტრაქტი „სიტისთან“ 2021 წლის ზაფხულში იწურება. ინგლისურ კლუბში ხელშეკრულების გაგრძელების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ არგენტინელს არ მოსწონს შეთავაზებული პირობები, რომელიც უფრო დაბალ ხელფასს ითვალისწინებს.

ამ სეზონში აგუერომ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.