„ბარსელონამ“ 96-ე წუთზე გატანილი პენალტით გადაარჩინა „ნიუკასლთან“ შეხვედრა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში „ბარსელონა“ 96-ე წუთზე გადაურჩა წაგებას სტუმრად „ნიუკასლთან“ მატჩში.
მასპინძლებმა ანგარიში 86-ე წუთზე გახსნეს ნახევარმცველ ჰარვი ბარნსის დარტყმით, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანი ოლმოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლამინ იამალმა გაიტანა. საბოლოო ანგარიშია – 1:1.
იამალის პენალტს თუ არ ჩავთვლით, „ბარსელონამ“ 90 წუთში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა. „ნიუკასლს“ ოთხი ზუსტი დარტყმა ჰქონდა 16 ცდიდან.
„ნიუკასლმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსედ არ წააგო და პირადი რეკორდი დაამყარა.
„ბარსელონამ“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ცხრავე შეხვედრაში გაუშვა, მინიმუმ, ერთი გოლი, ჯამში – 15.
განმეორებითი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 18 მარტს გაიმართება.