„ბარსელონამ“ 48-ედ მოიგო გამპერის თასი #1TVSPORT

00:39, 20.08.2026

„ბარსელონამ“ 2:1 დაამარცხა ეგვიპტის „ალ-აჰლი“ და გამპერის თასი მოიპოვა. შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა.

კატალონელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს ქარიმისა და რაფინიას გოლებით, რომელმაც პენალტი გამოიყენა. ეგვიპტელთაგან ერთი გოლი 51-ე წუთზე ზიზომ გაქვითა. 91-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა „ბარსელონას“ ახალწვეულმა გორდონმა.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ჟ. გარსია, ესპარტი, მარტინი, ბალდე, ე. გარსია, კუნდე, ფერმინ ლოპესი, ბერნალი, იამალი, რაფინია, ქარიმი.

ჟოან გარსიას თასი ამხანაგური ტურნირია, რომელსაც „ბარსელონა“ ყოველ წელს ატარებს. 1997 წლიდან მოყოლებული ტურნირი ერთი მატჩისგან შედგება. „ბარსამ“ 48-ედ მოიგო პრიზი.

მსგავსი