„ბარსელონამ“ 2025 წელს „ვალენსია“ 6:0, 5:0 და 7:1 დაამარცხა #1TVSPORT

09:57, 15.09.2025

ლა ლიგის მე-4 ტურში „ბარსელონამ“ 6:0 სძლია „ვალენსიას“. კატალონელებმა მეტოქე 2025 წელს უკვე მესამედ დაამარცხეს დიდი სხვაობით.

6 თებერვალს „ბარსელონამ“ 5:0 დაამარცხა „ვალენსია“ ესპანეთის თასზე, 26 იანვარს კი 7:1 მოუგო ჩემპიონატში.

ბოლოს „ბარსელონამ“ მეტოქეს ერთ კალენდარულ წელს 18 ან მეტი გოლი 2010 წელს გაუტანა – მაშინ „სევილიამ“ 19 გოლი გაუშვა შვიდ მატჩში.

კატალონელებისთვის აბსოლუტური რეკორდია 21 გოლი ოთხ მატჩში 1959 წელს.

მსგავსი