„ბარსელონამ“ 2012 წლის შემდეგ პირველად წააგო გამპერის თასი #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ჟოან გამპერის თასზე 0:3 წააგო „მონაკოსთან“. „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციის გამო შეხვედრა ბარსელონის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა.
ჟოან გამპერის თასი ამხანაგური ტურნირია, რომელსაც „ბარსელონა“ ყოველ წელს ატარებს. 1997 წლიდან ის ერთი მატჩისგან შედგება. „ბარსელონას“ ტიტული 46-ჯერ აქვს მოგებული, 2012 წლიდან მოყოლებული კი პირველად წააგო. გარდა ამისა, კატალონელებმა 1981 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანეს გოლი ფინალში.
„მონაკომ“ სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. თავი გამოიჩინეს კამარამ (50-ე წუთი), ემბოლომ (57) და ელებიმ (86).
„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ტერ შტეგენი (პენია, 77), ბალდე (მარტინი, 68), ინიგო მარტინესი, კრისტენსენი (დომინგესი, 47), კუნდე (ფორტი, 68), ბერნალი (ფერნანდესი, 88), კასადო, პაბლო ტორე (გიუნდოგანი, 46/ფერან ტორესი, 67), პაუ ვიქტორი, რაფინია (კასანოვა, 88), ლევანდოვსკი (იამალი, 68).