„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „გრონინგენიდან“ ნახევარმცველ ლიუდოვიტ რეისის შეძენის შესახებ.
ტრანსფერის თანხამ 3.25 მილიონი ფუნტი შეადგინა. 18 წლის ფეხბურთელთან სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. კონტრაქტში ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად ჩაიწერა 100 მილიონი ფუნტი.
რეისი – სლოვაკური წარმოშობის ჰოლანდიელია და ის “გრონინგენის” აღზრდილი გახლავთ. ძირითად გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ნახევარმცველმა ერედივიზიონის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
„გრონინგენმა“ ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც ნახევარფინალში „ვიტესთან“ წააგო.