„ბარსელონა“ ზამთარში სუარესის პიონტეკით შეცვლას აპირებს
„ბარსელონა“ ზამთარში სუარესის პიონტეკით შეცვლას აპირებს

„მილანის“ პოლონელმა ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ შეცვალოს ლუის სუარესი.

ურუგვაელს იანვარში 33 წელი უსრულდება, ამასთან, ბოლო წელიწადნახევარში მის თამაშში რეგრესი შეიმჩნეოდა. კატალონური გრანდის ბოსებს ესმით, რომ ასეთ ასაკში ურუგვაელს გაუჭირდება ფორმის პიკზე დაბრუნება, ამიტომაც გეგმავენ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მისი შემცვლელის შეძენას, – წერს „კალჩიომერკატო“ (Calciomercato).

პრეტენდენტებს შორის არიან – მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსიდან“, ტიმო ვერნერი „ლაიპციგიდან“, ხაიმე მატა „ხეტაფედან“ და კშიშტოფ პიონტეკი. პოლონელი ფორვარდი – კლუბის პრიორიტეტული სამიზნეა. წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ მზად არის ზამთარში პიონტეკში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

24 წლის პოლონელმა „მილანში“ ჩატარებულ 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ის ამა წლის იანვარში 35 მილიონ ევროდ გადავიდა მილანურ კლუბში „ჯენოადან“.

დატოვე კომენტარი