„ბარსელონა“ ზამთარში ფატისთან გამოთხოვებას გეგმავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ზამთარში ფატისთან გამოთხოვებას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონა“ მზად არის, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ფორვარდ ანსუ ფატის გამოეთხოვოს.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, კატალონური კლუბის სამწვრთნელო შტაბი აღარ აპირებს ახალგაზრდა ფორვარდზე აქცენტის გაკეთებას.

„ბარსელონა“ ფატის 80 მილიონ ევროდ დათმობს.

ამ სეზონში ფატიმ „ბარსელონას“ რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და სამ-სამი გოლი და შედეგიანი გადაცემა დააგროვა.