„ბარსელონა“ ზაფხულში ლუის დიასისა და რონალდ არაუხოს გაცვლას განიხილავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ზაფხულში ლუის დიასისა და რონალდ არაუხოს გაცვლას განიხილავს #1TVSPORT

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანრჯრის“ დროს „ლივერპულის“ კოლუმბიელი თავდამსხმელის, ლუის დიასის ტრანსფერზე იმუშავებს და მზად იქნება, გარიგებაში ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხო ჩართოს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „რელევო“ ავრცელებს.

26 წლის რონალდ არაუხომ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი ახლახან გააფორმა, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ის მიხედვით, 50 მილიონი ევროა.

რაც შეეხება ლუის დიასს, მას „ლივერპულთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი ტრანსფერი 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივნისს გაიხსნება.