ბარსელონა ზაფხულში ფილიპე კოუტინიოს გაყიდის
ბარსელონა ზაფხულში ფილიპე კოუტინიოს გაყიდის

ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ბარსელონას დატოვებს.
„კოუტინიო აღარ იქნება ბარსელონაში, ეს ცხადია“, – წერს სანდო წყაროზე დაყრდნობით ი-ეს-პი-ენი (ESPN).

იტყობინებიან, რომ კლუბში უკმაყოფილონი არიან 26 წლის ბრაზილიელით და მალე დირექტორთა საბჭო დაამტკიცებს გადაწყვეტილებას მისი გაყიდვის შესახებ. ბარსელონა შეეცდება, მაქსიმალურად მაღალი თანხა მიიღოს ბრაზილიელის სანაცვლოდ. თავად კატალონიელებმა 2018 წლის იანვარში 160 მილიონი ევრო გადაიხადეს კოუტინიოს სანაცვლოდ.