„ბარსელონა“ ვიტორ როკეს არ დაიბრუნებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ვიტორ როკეს არ დაიბრუნებს #1TVSPORT

„ბარსელონა”, როგორც ჩანს, მზად არის საბოლოოდ მოიშოროს ვიტორ როკე. კატალონელებმა ბრაზილიელ ფორვარდში 30 მილიონი ევრო გადაიხადეს და მას რობერტ ლევანდოვსკის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, მაგრამ მან ვერ გაამართლა გაცემული ავანსები.

გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, არ არსებობს მინიმალური შანსი, რომ როკე „ბარსელონაში“ დაბრუნდება „ბეტისში“ იჯარის შემდეგ. ბრაზილიელის დრო კატალონურ კლუბში ამოიწურა და „ბარსელონაში“ მასზე აქცენტის გაკეთებას არ აპირებენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიტორ როკე კარგად თამაშს გააგრძელებს „ბეტისში“, ეს ვერ შეცვლის კატალონელების განწყობას.

ცნობილია, რომ „ბეტისს“ ამ სეზონის შემდეგ შეეძლება 25 მილიონად ბრაზილიელზე უფლებების 80 პროცენტის გამოსყიდვა. სევილიურ კლუბში როკემ 19 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.