„ბარსელონა“ ვიქტორ დიოკერეშს ფერან ტორესის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT

12:27, 17.08.2026

„ბარსელონა“ „არსენალის“ ფორვარდის, ვიქტორ დიოკერეშის შეძენაზე ფიქრობს.

ფერან ტორესთან გამოთხოვების შემდეგ, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, ესპანეთის ჩემპიონმა დაიწყო შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ახალი ვარიანტის ძიება. ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსე ალვარესის ინფორმაციით, უახლოეს ხანში „ბარსელონას“ მხრიდან ელოდებიან მოქმედებებს, რომელიც უკავშირდება ვიქტორ დიოკერეშის კატალონელთა რიგებში შესაძლო გადასვლას.

გასულ სეზონში შვედეთის ნაკრების ფორვარდმა „არსენალში“ 55 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

მსგავსი