„ბარსელონა“ ვეინალდუმის დამატებას კვლავ განიხილავს
„ბარსელონა“ ვეინალდუმის დამატებას კვლავ განიხილავს

ჯორჯინიო ვეინალდუმს კონტრაქტი „ლივერპულთან“ სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მისი მომავალი გაურკვეველია.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს ზაფხულში ხშირად „ბარსელონას“ უკვაშირებდნენ, რადგან რონალდ კუმანი, კატალონიურ კლუბში მისვლის შემდგომ, აქტიურად ითხოვდა მის დამატებას. ნიდერლანდელ სპეციალისტს ვეინალდუმთან ნაკრებში ყოფნის პერიოდშიც აქვს ნამუშევარი და მისი აზრით, „ბარსელონას“ სათამაშო სქემასაც კარგად მოერგებოდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ კვლავ აქტიურად განიხილავს 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებას.

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ალვარო მონტერომ Sky Sports-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება კატალონიელებისთვის საკმაოდ რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს „მანჩესტერ სიტისთან“ ერიკ გარსიას თაობაზე. მათთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული მცველის დამატებაა. ორი ფეხბურთელის ერთად შეძენა კი პანდემიის დროს გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო გუნდს ძალიან გაუჭირდება.

კუმანის გუნდი ამ სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურება. 16 ტურის შემდეგ მათ ლა ლიგაში 28 ქულა აქვთ დაგროვებული, მე-5 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩებიან.