ბარსელონა - ტოტენჰემის მატჩზე პოლიტიკური ბანერები გამოფინეს
ბარსელონა - ტოტენჰემის მატჩზე პოლიტიკური ბანერები გამოფინეს

„ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, „ბარსელონას“ ფანებმა,  კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დაპატიმრებულ პოლიტიკოსთა მხარდასაჭერად, ბანერები გამოფინეს. მათ ტრიბუნაზე წარწერით: „მხოლოდ დიქტატორები სვამენ ციხეში მშვიდობიან პოლიტიკურ ლიდერებს“ – დიდი პლაკატი გაშალეს. გვერდით ეწერა: „თავისუფლება კატალონიას“.

ამ მომენტისთვის, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ლიდერები – ჟორდი კუჩარტი და ჟორდი სანჩესი დაპატიმრებულები არიან. კატალონიის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი გერმანიაში იმყოფება. ესპანეთი, ამბოხების ბრალდებით მის გადაცემას ითხოვს.