„ბარსელონა“ ტიმო ვერნერით ინტერესდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ ტიმო ვერნერით ინტერესდება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში მოექცა „ჩელსის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი, ამის შესახებ გაზეთმა „მარკამ“ დაწერა.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, ინიციატივა ეკუთვნის ახალ მთავარ მწვრთნელს ჩავის. კატალონელებს სურთ ვერნერის იანვარში გადაბირება, თუმცა განიხილავენ იჯარის ვარიანტს.

ასევე „ბარსელონას“ გაფართოებულ სიაში შედის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ედინსონ კავანი და „მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი.

ამ სეზონში ვერნერმა პრემიერლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.