„ბარსელონა“ სტერლინგს იჯარით აიყვანს #1TVSPORT
„ბარსელონა“ სტერლინგს იჯარით აიყვანს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონაში“ გადავიდეს.

გამოცემა Diario Sport-ის მონაცემებით, ინგლისელი ფეხბურთელი კატალონელთა მთავარი სამიზნე იქნება ზამთარში. „მანჩესტერ სიტისთან“ გარიგება იჯარის ფორმატში გაფორმდება და „ბარსელონას“ სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

თავად 26 წლის მოთამაშეს ძალიან უნდა „ბარსელონაში“ კარიერის გაგრძელება. გარდა ამისა, სტერლინგის სავარაუდო გადასვლა კატალონურ კლუბში უკავშირდება ფრანგი შემტევის უსმან დემბელეს მომავალს. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი უარს ამბობს „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. მისი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ სტერლინგის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება სურს.

ამ სეზონში ინგლისელმა პრემიერლიგაში რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მზადარის „მანჩესტერ სიტის“ დასატოვებლად სათამაშო პრაქტიკის გამო.