„ბარსელონა“ სეზონს 13 ივნისს განაახლებს, „რეალი“ - მომდევნო დღეს
„ბარსელონა“ სეზონს 13 ივნისს განაახლებს, „რეალი“ - მომდევნო დღეს

ცნობილი გახდა ლა ლიგის ორი უახლოესი ტურის განრიგი. 2019/2020 წლების სეზონი ესპანეთში მსოფლიო პანდემიის გამო ორი თვის წინ შეჩერებულ იქნა და 28-ე ტურიდან გაგრძელდება. ქვეყნის ჩემპიონი „ბარსელონა“ 13 ივნისს სტუმრად „მალიორკას“ შეხვდება, ხოლო მადრიდის „რეალი“ შინ „ეიბარს“ დაუხვდება. რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგას ორშაბათობით და პარასკევობით შეხვედრების გამართვის უფლება მისცა.

ესპანეთის ჩემპიონატში მინიმუმ 32 დღის განმავლობაში მატჩები ყოველდღე ჩატარდება. სეზონი ანდალუსიური დერბით განახლდება: „სევილია“ თანაქალაქელ „ბეტისს“ 11 ივნისს შეხვდება.