„ბარსელონა“ „სევილიას“ ბრაზილიელი მცველისთვის ბრძოლაში ჩაება
„ბარსელონა“ „სევილიას“ ბრაზილიელი მცველისთვის ბრძოლაში ჩაება

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ დაინტერესებას გამოთქვამს „სევილიას“ მცველის დიეგო კარლოსის მიმართ. როგორც ინტერნეტგამოცემა Diario Sport წერს, 27 წლის ბრაზილიელის კონტრაქტში მითითებულია გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ კატალონიელებს არ სურთ ამ თანხის გადახდა და გეგმავენ გარიგებაში ჩართონ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი.

თავად „სევილია“ არ აპირებს კარლოსის გაყიდვას, მაგრამ მისი შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, რადგან ბრაზილიელით კიდევ ერთი გრანდი – „ლივერპულია“ დაინტერესებული.

2019-20 წლების სეზონში კარლოსმა 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „სევილიასთან“ 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.