„ბარსელონა“ სასამართლოთი ემუქრება ფრენკი დე იონგს და მისგან მოქმედი ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვს #1TVSPORT
„ბარსელონა“ სასამართლოთი ემუქრება ფრენკი დე იონგს და მისგან მოქმედი ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვს #1TVSPORT

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსელონა“ სასამართლოთი ემუქრება საკუთარ ფეხბურთელს – ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს.

კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელისგან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს, რადგან აღნიშნულ ხელშეკრულებაში არის „დანაშაულის მტკიცებულება“.

ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა „ტვიტერში“ დაწერა: „ბარსელონამ“ 15 ივლისს შეატყობინა ფრენკი დე იონგს, რომ მათ გააჩნიათ დანაშაულის მტკიცებულება კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც კლუბის ძველ ხელმძღვანელობასთან გაფორმდა, ეს კი გარიგების ყველა მონაწილის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელის საბაბია. „ბარსელონამ“ თხოვა ფეხბურთელს გარიგების ანულირება და ძველ პირობებთან დაბრუნება“.

მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, „ბარსელონა“ თანახმა იყო დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 85 მილიონ ევროდ გაეყიდა, მაგრამ გარიგება არ ხორციელდება ნიდერლანდელის უარისა და მის მიმართ კლუბის დავალიანების გამო.