„ბარსელონა“ საკუთარ ვალუტას უშვებს - ბარსელონურ დოლარს
„ბარსელონა“ საკუთარ ვალუტას უშვებს - ბარსელონურ დოლარს

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ გლობალურ პარტნიორობაზე ხელშეკრულება გააფორმა ბლოკჩეინ-პლატფორმა Chiliz-თან, რომელიც სპორტისა და გართობის სფეროში მუშაობს. ამის შესახებ კატალონიელთა პრესსამსახური წერს.

კლუბს ბრუნვაში შემოაქვს ვირტუალური ვალუტა -$BAR (ბარსელონური დოლარი). ამ ვალუტის დახმარებით, გულშემატკივრები შეძლებენ აქტიური მონაწილეობა მიიღონ კლუბის ცხოვრებაში და მიიღონ სხვადასხვა საჩუქარი.

2020 წლის გაზაფხულისთვის შეიქმნება 40 მილიონი ბარსელონური დოლარი. თითოეული ფულადი ერთეული ორ ევროდ იქნება შეფასებული.

„ბარსელონა“ არ არის ამ მიმართულებით პიონერი. უფრო ადრე, საკუთარი ვალუტა ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ გამოუშვა.