„ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ მოულოდნელად დამარცხდა – ევროლიგის 26-ე ტურის მიმოხილვა [ვიდეო]

12:35, 27.02.2021

საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართა. მოულოდნელი მარცხი განიცადა სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა. „ბარსელონა“ საკუთარ არენაზე „ლიონთან“ დამარცხდა (69-76).

ეს კატალონიელებისთვის ევროლიგაზე სეზონში რიგით მე-8 მარცხი იყო. პირველი ორი პერიოდი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. „ბარსელონამ“ ტაიმი ერთქულიანი უპირატესობით მოიგო. მესამე მეოთხედი „ვილერბანმა“ მინიმალური სხვაობით მოიგო და გადამწყვეტი 10-წუთიანი მონაკვეთის წინ ანგარიში თანაბარი იყო. გადამწყვეტი პერიოდი ფრანგულმა გუნდმა მეტოქეზე გაცილებით უკეთ წარმართა და საბოლოოდ დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.

გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო 21 ქულით ნორის კოული იყო. 13 ქულა „ლიონში“ ერთდროულად სამმა კალათბურთელმა (მუსტაფა ფოლი, დევიდ ლაითი, ვილიამ ჰოვარდი) დააგროვა.

„ბარსელონას“ რიგებში კი 22 ქულითა და 8 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ბრენდონ დევისი გამოდგა. 19 ქულა მიითვალა ნიკოლა მიროტიჩმა.

კატალონიელები მარცხის მიუხედავად 18 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. „ლიონს“ 12 მოგება და 14 მარცხი აქვს და ჯერჯერობით საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-12 ადგილზე არიან.

 

ბარსელონა – ლიონი 69:76

https://www.youtube.com/watch?v=gRhLlj7OpYs&feature=emb_logo&fbclid=IwAR3OoN4SU2ZqTbpltrQoPZtaKsyauNaOwRYNqFERv31TwzfdC33VEp3LyM0

 

ფენერბახჩე – ანადოლუ ეფესი 74:106

https://www.youtube.com/watch?v=DZcaXQxPJ6I&feature=emb_logo&fbclid=IwAR0p6NoJfJwTIg4mzHk4ChjYMMW60OMF6ZdY6RWIKTyBCt15f7-XdmnE8AE

 

ბასკონიაცრვენა ზვეზდა 87:67

https://www.youtube.com/watch?v=XF3n30hHiCA&feature=emb_logo&fbclid=IwAR0b64Azg7xu0jaBfSLN9cMR82uRtFP3PEZd38IX3Q_WbvH7HDfIptiXpnI

 

ალბა – პანათინაიკოსი 74:65

https://www.youtube.com/watch?v=HOaihlrDjY8&feature=emb_logo&fbclid=IwAR2RRIE8nnzYZkSrxpamnsYy55-l9zc_7Elrdp7tXkFlTG7CUfra9ZAcus8

მსგავსი