„ბარსელონა“ როდრიგოთი დაინტერესდა
„ბარსელონა“ როდრიგოთი დაინტერესდა

„ბარსელონა“ განიხილავს „ვალენსიადან“ ფორვარდ როდრიგო მორენოს შეძენის ვარიანტს, – ამტკიცებს „სპორტ.ეს“ (Sport.es). კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიური წარმოშობის 28 წლის ესპანელი იდეალურად მოერგება ახალ გუნდს.

აღნიშნავენ, რომ ფორვარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 120 მილიონი ევრო, ხოლო როდრიგოს რეალური სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში როდრიგომ 51 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ვალენსიაში“, გაიტანა 15 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.