„ბარსელონა“ რეშფორდთან იჯარის გაწყვეტას გეგმავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ რეშფორდთან იჯარის გაწყვეტას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით არის აყვანილი, შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს კატალონური კლუბი.

გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა ფიქრობს 27 წლის ინგლისელთან იჯარის გაწყვეტას, რადგან უკმაყოფილოა მისი თამაშის ხარისხით ესპანეთში.

რეშფორდმა ლა ლიგაში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.