„ბარსელონა“-„რეალი“ შეიძლება ისევ გადაიდოს
„ბარსელონა“-„რეალი“ შეიძლება ისევ გადაიდოს

კატალონიის პოლიცია ითხოვს ლა ლიგაში „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩის გადადებას, რომელიც 18 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რამდენიმე ესპანურმა გაზეთმა დაწერა. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი „კლასიკო“ კატალონიაში საპროტესტო გამოსვლების გამო, ერთხელ უკვე გადაიტანეს.

როგორც „ლა სექსტა“ (La Sexta) წერს, ბარსელონას პოლიციას აქვს სერიოზული ეჭვი იმაზე, რომ ვერ შეძლებს მატჩის დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კერძოდ, არ იქნება საკმარისი თანამშრომლების რაოდენობა იმისათვის, რომ „რეალმა“ კატალონიის დედაქალაქში უსაფრთხოდ გაიაროს მთელი მარშრუტი.

გარდა ამისა, რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეებს სურთ აქციის მოწყობა „კამპ ნოუსთან“ მატჩის დღეს.