„ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“ 2022 წელს სუპერლიგის დაბრუნებას განიხილავენ #1TVSPORT
„ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“ 2022 წელს სუპერლიგის დაბრუნებას განიხილავენ #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის პროექტი, შესაძლოა, 2022 წელს დაბრუნდეს, – იტყობინება გამოცემა Sport.es გაზეთ Financial Times-ზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, გასული წლის ბოლო დღეებში „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“ 2022 წელს ტურნირის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 12 გუნდისგან შემდგარი სუპერლიგა 19 აპრილს დაარსდა, მაგრამ უკვე ორი დღის შემდეგ, ცხრა კლუბმა გამოაცხადა ახალი ტურნირის დატოვების შესახებ.

გასული წლის 7 მაისს, უეფა ჩამოყალიბდა სუპერლიგის ყოფილი მონაწილეებისთვის სასჯელის შესახებ. თითოეულ კლუბს 15 მილიონი ევრო უნდა გაეღო მთელს ევროპაში ფეხბურთის განვითარებისთვის.

დღეისთვის ტურნირში დარჩენილნი არიან მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.