„ბარსელონა“ რაკიტიჩს 40 მილიონ ევროდ ყიდის
„ბარსელონა“ რაკიტიჩს 40 მილიონ ევროდ ყიდის

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, შესაძლოა, „ინტერის“ ფეხბურთელი გახდეს, – წერს იტალიური პრესა.

როგორც „ლა გაძეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport) წერს, მხარეები ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აგრძელებენ. კატალონუირ კლუბს ხორვატის სანაცვლოდ მინიმუმ 45 მილიონი ევრო სურს, „ინტერი“ კი მზად არის 35 მილიონი გადაიხადოს. როგორც ვარაუდობენ, კლუბები დაახლოებით 40 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან.

რაკიტიჩის კონტრაქტი 2021 წლის ბოლოს იწურება, მისი ხელფასი წელიწადში 5.5 მილიონ ევროს შეადგენს. მილანური კლუბი მზად არის ნახევარმცველს მინიმუმ სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

30 წლის ხორვატმა ამ სეზონში მონაწილეობის მიღება 36 ოფიციალურ მატჩში მოასწრო, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.