„ბარსელონა“ რაკიტიჩის გაყიდვას გეგმავს
„ბარსელონა“ რაკიტიჩის გაყიდვას გეგმავს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, კლუბის პრეზიდენტთან ხოსეპ მარია ბარტომეუსთან შეხვედრა გამართა, – წერს ინტერნეტ-გამოცემა „სპორტი“ (sport.es). წყაროს ცნობით, ხორვატი ხელფასის გაზრდის პერსპექტივით კონტრაქტის გახანგრძლივებას იმედოვნებს. მაგრამ, „ბარსელონას“ არ სურს ხელშეკრულების გაგრძელება, რომელსაც ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

როგორც ვარაუდობენ, „ბარსელონა“ ამა წლის ზაფხულში ხორვატის გაყიდვას აპირებს. კერძოდ, კატალონიელები მზად არიან რაკიტიჩი 65 მილიონ ევროდ გაასხვისონ. მის მიმართ ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ გამოთქვამენ.