„ბარსელონა“ რაფაელ გერეიროთი დაინტერესდა
„ბარსელონა“ რაფაელ გერეიროთი დაინტერესდა

„დორტმუნდის“ პორტუგალიელმა მცველმა რაფაელ გერეირომ, შესაძლოა კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ესპანური პრესის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონა“ დააინტერესა.

იტყობინებიან, რომ კატალონიელებს სურთ „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის გარიგებაში ჩართონ ხუან ფირპო, შესაბამისად „ბარსელონაში“ თავისუფლდება ადგილი მარცხენა მცველისთვის.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას სურს გაიფორმოს გერეირო იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიელმა „დორტმუნდთან“ 2023 წლის ზაფხულამდე ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ამ სეზონში გერეირომ 25 მატჩში მიიღო მონაწილოება, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.