ბარსელონა პოგბას შეძენაზე ფიქრობს
MANCHESTER, ENGLAND – FEBRUARY 25: Paul Pogba of Manchester United applauds fans after the Premier League match between Manchester United and Chelsea at Old Trafford on February 25, 2018 in Manchester, England. (Photo by Clive Brunskill/Getty Images)
„ბარსელონას“ წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ იანვარში მათ რიგებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი პოლ პოგბა ვიხილოთ. როგორც „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN) იტყობინება, კატალონიურ გრანდში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება ჯერ-ჯერობით არ არის, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.
გუნდის ინტერესების სფეროში არიან ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ ადრიენ რაბიო და „აიაქსის“ ფრენკი დე იონგი. ორივე მათგანი ნახევარმცველია და „ბარსელონას“ სწორედ ამ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება.
კატალონიურმა კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ გუნდიდან 10 ფეხბურთელის, მათ შორის ანდრეს ინიესტას წასვლის შედეგად, ფეხბურთელების ხელფასებში გასაცემი წლიური 520 მილიონი ევრო შემცირდა და 492 მილიონი გახდა, ეს ფაქტორი კი იანვარში მათ უფრო მეტ სწივრცეს მისცემს ტრანსფერების განხორციელების საქმეში.
გარდა ამისა, გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მიმართ, რომელიც, ბოლო დროს ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გამართულ ბოლო სამ მატჩში ბარსელონამ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა.