„ბარსელონა“ პირველი გუნდია, რომელმაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგის ლიდერი „ბარსელონა“ პირველი კლუბი გახდა, რომელმაც გაინაღდა ადგილი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 2026-27 წლების სეზონში. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შემდეგ, რომელშიც „ბარსელონამ“ 1:0 დაამარცხა „რაიო ვალეკანო“.
„ბარსელონას“ ახლა 73 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე კატალონური კლუბი ვერ დაქვეითდება მეოთხე ადგილზე ქვემოთ, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას იძლევა.