„ბარსელონა“ პავლიდისით ინტერესდება – „ბენფიკას“ ფორვარდმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში პოკერი შეასრულა #1TVSPORT

21:53, 31.07.2026

ფორვარდი ევანგელოს პავლიდისი შედის იმ კანდიდატთა სიაში, რომლებსაც „ბარსელონა“ შეტევის გასაძლიერებლად განიხილავს, – წერს გაზეთი AS-ი.

ხუთშაბათს, „ბენფიკას“ თავდამსხმელმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში „სენტ-გალენის“ (5:0) წინააღმდეგ პოკერი შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკოს“ ფორვარდი ხულიან ალვარესი „ბარსელონას“ მთავარ პრიორიტეტად რჩება, პავლიდისი იქცა ერთ-ერთ ალტერნატივად იმ შემთხვევისთვის, თუ კატალონელები ვერ შეძლებენ ალვარესის შეძენას.

აღნიშნავენ, რომ „ბენფიკასთან“ მოლაპარაკებები არ იქნება იოლი, რადგან ლისაბონურ კლუბს ახალ სეზონში ბერძენი ფეხბურთელის ეიმედება.

მსგავსი