„ბარსელონა“ ოიარსაბალით დაინტერესდა
„ბარსელონა“ ოიარსაბალით დაინტერესდა

„რეალ სოსიედადის“ გარემარბმა მიკელ ოიარსაბალმა შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს, – წერს გამოცემა „დიარიო სპორტი“.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 22 წლის ფეხბურთელის თამაშს და ახლა მისი შეძენის ვარიანტს განიხილავს.

დასრულებულ სეზონზე ოიარსაბალმა 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზეა 14 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა. მისი კონტრაქტი ბასკურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მიკელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანეთის ნაკრებში ოიარსაბალს ორი მატჩი აქვს ჩატარებული. მან სამშაბათს შვედეთის ნაკრების კარში გაიტანა თავისი პირველი გოლი ეროვნულ გუნდში.

დატოვე კომენტარი