„ბარსელონა“ ობამეიანგის აყვანას გეგმავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ობამეიანგის აყვანას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონა“ დაინტერესებულია „არსენალის“ ფორვარდის პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაფორმებით.

Sky Sports-ის ინფორმაციით, კატალონელები მზად არიან გაბონელი ფეხბურთელის გარიგებაში ჩართონ შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო.

ობამეიანგი „არსენალში“ „დორტმუნდიდან“ 2018 წლის იანვარში 64 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა 39 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი ლონდონელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.