„ბარსელონა“ ნიკოლას ტალიაფიკოს შეძენას შეეცდება
„ბარსელონა“ ნიკოლას ტალიაფიკოს შეძენას შეეცდება

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ინტერესს გამოთქვამს ამსტერდამის „აიაქსის“ მცველ ნიკოლას ტალიაფიკოს მიმართ. სავარაუდოდ, არგენტინელმა მარცხენა მცველის პოზიციაზე უნდა შეცვალოს ჟუნიორ ფირპო, რომლის შეძენით დაინტერესებულები არიან „რომა“ და „ინტერი“.

ტალიაფიკოთი ასევე ინტერესდება მადრიდის „ატლეტიკო“. არსებული ინფორმაციით, „აიაქსი“ მზად არის ფეხბურთელის გასაყიდად.

27 წლის ნიკოლას ტალიაფიკომ მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა „აიაქსში“, გაიტანა ხუთი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.