ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებაზე არ ფიქრობს, ბრაზილიელს რეალი იწვევს
ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებაზე არ ფიქრობს, ბრაზილიელს რეალი იწვევს

ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდი პარი სენ-ჟერმენის ფორვარდის, ნეიმარის დაბრუნებაზე ფიქრობს. ბრაზილიელი პარიზში ბარსელონიდან 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

„არც ნეიმარის მამა და არც თავად მოთამაშე არასოდეს დაგვკავშირებია. შესაბამისად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფორვარდს დაბრუნება უნდა“, – მოჰყავს გამოცემა ფიგაროს (Le Figaro) ბარტომეუს სიტყვები. – „ჩვენი კლუბიდანაც მასთან არავის ჰქონია კონტაქტი ამ საკითხთან დაკავშირებით“.

პარალელურად, გაზეთი თაიმსი (The Times) ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2019 წლის ზაფხულში მადრიდის რეალი აპირებს ნეიმარის შეძენას.

ირკვევა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ენთუზიაზმით შეხვდა მადრიდელთა წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 29 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნეიმარი დღეს პარი სენ-ჟერმენში იღებს.