ბარსელონა - ნეიმარის დაბრუნება განხორციელებადი, თუმცა ძალიან რთული მისიაა
ბარსელონა - ნეიმარის დაბრუნება განხორციელებადი, თუმცა ძალიან რთული მისიაა

„ბარსელონა“ სერიოზულად არის დაინტერესებული ნეიმარის დაბრუნებით, იტყობინება ტელეკომპანია ი-ეს-პი-ენი (ESPN) კატალონიური კლუბის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის სახელსა და გვარს არ ასახელებს. ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ ასეთი ტრანსფერი განხორციელებადია.

ამავე დროს, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ხვდება, რომ პარი „სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკება საკმაოდ რთული იქნება, თუ ამ ფრანგული კლუბის ძლიერ ეკონომიკურ მხარეს გავითვალისწინებთ.

„ეს ფაქტორი რომ არა, ნეიმარის დაბრუნება უფრო ადვილი იქნებოდა“, – ამბობს წყარო.

ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013 წელს ბრაზილიური „სანტოსიდან“ გადავიდა და კატალონიურ გრანდში 2017 წლამდე ითამაშა, შემდეგ კი პარი სენ-ჟერმანმა ის რეკორდულ თანხად – 222 მილიონ ევროდ შეიძინა.