„ბარსელონა“ „ნეგრეირას საქმის“ შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვეს #1TVSPORT
„ბარსელონა“ „ნეგრეირას საქმის“ შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვეს #1TVSPORT

„ბარსელონამ“ მიიღო ლიცენზია მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Mundo Deportivo-მ.

გაიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) სხდომა, რომლის მთავარი საკითხი იყო კლუბების ლიცენზირება. სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება კატალონელებისთვის ლიცენზიის მიცემაზე.

შეგახსენებთ, რომ მარტში უეფა-მ გამოძიება დაიწყო „ბარსელონას“ მიმართ იმ საქმეზე, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის, ენრიკეს ნეგრეირასთვის ფულად გადარიცხვებს უკავშირდება. ამიტომაც არ გამორიცხავდნენ, რომ უეფა-ს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიეცა „ბარსელონასთვის“.