„ბარსელონა“ „ნაიკთან“ თანამშრომლობის გაწყვეტას და საკუთარი ბრენდის შექმნას გეგმავს #1VSPORT
„ბარსელონა“ „ნაიკთან“ თანამშრომლობის გაწყვეტას და საკუთარი ბრენდის შექმნას გეგმავს #1VSPORT

კატალონიური გრანდი „ნაიკთან“ ურთიერთობის შეწყვეტას და საკუთარი ბრენდის გამოშვებას აპირებს, – იუწყება Sport.es-ი.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მარტის ბოლომდე მიიღებენ. კატალონიური კლუბის მარკეტინგის მენეჯერები ვარაუდობენ, რომ „ბარსელონა“ სკუთარი ბრენდის მაისურების გაყიდვით გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე „ნაიკთან“ თანამშრომლობით.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ მესამე პოზიციაზე იმყოფება და სატურნირო ცხრილის ლიდერს, მადრიდის რეალს რვა ქულით ჩამორჩება.