ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონას“ რამდენიმე მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს თავისი ფეხბურთელების მომავალთან დაკავშირებით. საჭირო იქნება ზოგიერთ მოთამაშესთან გამოთხოვება ახალი ფეხბურთელებისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად. და ასეთი მოთამაშეების სია უკვე არსებობს.
ეს ჩამონათვალი გაზეთმა Diario Sport გამოაქვეყნა: ინიაკი პენია, რონალდ არაუხო, ექტორ ფორტი, ფერმინ ლოპესი, გავი, ფრენკი დე იონგი (თუ უარს იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე), პაბლო ტორე, პაუ ვიქტორი და ანსუ ფატი.
ყველას სატრანსფერო ბაზარზე არ გაიყვანენ, მაგრამ მათზე შეთავაზებებს მოისმენენ და განიხილავენ. ზაფხულში სავარაუდო წასვლისგან პრაქტიკულად არავინ არის დაცული, გარდა ლამინ იამალისა.
„ბარსელონას“ სურს პრაქტიკული იყოს იმაში, რომ ფეხბურთელები, რომლებზეც სარფიანი წინადადებები იქნება და ამასთან, არ არიან მნიშვნელოვანი ფიგურები მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის ტაქტიკურ ხედვაში, სავსებით შეიძლება ზაფხულში სხვა კლუბებში გაიყიდონ.