„ბარსელონა“ მზად არის, მემფის დეპაი 25 მილიონ ევროდ გაასხვისოს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მზად არის, მემფის დეპაი 25 მილიონ ევროდ გაასხვისოს #1TVSPORT

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან, რომ მემფის დეპაის 25 მილიონ ევროდ შეელიონ, – იუწყება AS.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია ევროპულ პრესაში ადრეც გავრცელდა. იწერებოდა, რომ 28 წლის ნიდერლანდელი ლეგიონერის გაყიდვა „ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდა და დეპაი მათთვის პრიორიტეტული მოთამაშე აღარ არის.

გასულ სეზონში მემფის დეპაიმ ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ნიდერლანდელი კატალონიელთა რიგებს 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მისი კონტრაქტი კი 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.