„ბარსელონა“ მზად არის, ენტონი გორდონის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მზად არის, „ნიუკასლისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევის, ენტონი გორდონის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო და დამატებითი ბონუსები გაიღოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.
ორშტეინის თქმით, ჯერ კლუბებს შორის შეთანხმება არ არის მიღწეული და მოლაპარაკება გრძელდება, გორდონის შესაძენად ასევე იბრძვის მიუნხენის „ბაიერნიც“.
25 წლის ენტონი გორდონი „ნიუკასლის“ წევრი 2023 წელს გახდა. ამ დროის მანძილზე ფეხბურთელმა გუნდის მაისურით 152 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.
გორდონი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების რიგებში ითამაშებს.