„ბარსელონა“ მზად არის, დემბელე 60 მილიონად გაყიდოს
„ბარსელონა“ მზად არის, დემბელე 60 მილიონად გაყიდოს

ესპანური გამოცემა „მარკა“ ირწმუნება, რომ „ბარსელონამ“ ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ფეხბურთელის შეძენის მსურველები ჯერ-ჯერობით არ ჩანან, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საფეხბურთო გუნდებში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისია.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს ამჟამად ტრავმა აქვს და მოედანზე დაბრუნებას ის აგვისტომდე ვერ შეძლებს.

22 წლის ფრანგი „ბარსელონაში“ 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიადან“ გადავიდა და გერმანულმა გუნდმა მის სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო მიიღო.