„ბარსელონა“ მზად არის, დემბელე 60 მილიონ ევროდ დათმოს
„ბარსელონა“ მზად არის, დემბელე 60 მილიონ ევროდ დათმოს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მზად არის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უსმან დემბელე 60 მილიონ ევროდ გაასხვისოს, – იუწყება „მარკა“.

დემბელეს კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2022 წლის ივნისში იწურება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემბელეს შეძენით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონას“ რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.