„ბარსელონა“ მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
„ბარსელონა“ მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი გააგრძელებს კონტრაქტს ფორვარდ ლიონელ მესისთან. 31 წლის არგენტინელს მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება.

„უნდა ვეძებოთ ნიჭიერი ადამიანები. ეს იქნება სხვა „ბარსელონა“, მაგრამ არ მგონია, რომ გარდაქმნა უახლოეს დროში მოხდეს.

მესის 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი და ვფიქრობ, ჩვენ მას გავაგრძელებთ. ის ძლიერია როგორც არასდროს. მან გააჩნია ამბიციები და მისწრაფებები“, – მოჰყავს ბარტომეუს სიტყვები რადიო „კადენა სერს“ (Cadena SER)

მესი „ბარსელონაში“ 2003 წლიდან გამოდის. კატალონიური კლუბის რიგებში ის ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.