„ბარსელონა“ მესისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ზრუნვას იწყებს
„ბარსელონა“ მესისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ზრუნვას იწყებს

ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ უახლოეს დროში მოლაპარაკებებს დაიწყებს ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. 32 წლის არგენტინელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება. კატალონელებს სურთ კიდევ ორი სეზონით ხელშეკრულების გაგრძელება, – იტყობინება „ი ეს ფი ენ“ (ESPN).

„ბარსელონას“ მხრიდან მოლაპარაკებებს წარმართავს კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ, მესის მხრიდან მისი მამა ხორხე. გარდა მესის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, „ბარსელონას“ მოუწევს შემადგენლობის გაძლიერებაზე გარანტიების მიცემა, რათა კლუბმა 2015 წლის შემდეგ პირველად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

მესის მთელი კარიერა „ბარსელონაში“ აქვს გატარებული. მის ანგარიშზე 687 მატჩში 603 გოლია.