„ბარსელონა“ მესის გამოსათხოვარ მატჩს გეგმავს - ცნობილია სავარაუდო თარიღი #1TVSPORT
„ბარსელონა“ მესის გამოსათხოვარ მატჩს გეგმავს - ცნობილია სავარაუდო თარიღი #1TVSPORT

ლიონელ მესი დაბრუნდება „ბარსელონაში“, რათა „კამპ ნოუზე“ 2024 წელს გამოსათხოვარი მატჩი გამართოს, – იტყობინება გამოცემა FootballTransfers-ი.

მესი ამჟამად „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია. მან „ბარსელონა“ 2020 წლის ზაფხულში დატოვა ისე, რომ არ დამშვიდობებია კატალონური კლუბის გულშემატკივრებს.

ახლა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გეგმავს, 2024 წლის 29 ნოემბერს გამართოს მატჩი მესის პატივსაცემად. ასევე, ეს შეხვედრა მიეძღვნება კლუბის 125-წლიან იუბილეს. ვარაუდობენ, რომ არგენტინელი „ბარსელონას“ ლეგენდების გუნდში ითამაშებს, მეტოქე კი მსოფლიოს ნაკრები იქნება. ის შედგენილი იქნება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებისგან.