„ბარსელონა“ მესის ერთწლიან კონტრაქტსა და 25 მილიონს სთავაზობს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მესის ერთწლიან კონტრაქტსა და 25 მილიონს სთავაზობს #1TVSPORT

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ თავის ყოფილ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ერთწლიანი კონტრაქტით მიმართა. არგენტინელის ხელფასი 25 მილიონი ევრო იქნება. კატალონური გრანდი დარწმუნებულია, რომ მესი მიიღებს ამ წინადადებას.

ლა ლიგის სპეციალური კომისია გაითვალისწინებს სიტუაციას მსოფლიოს სატრანსფერო ბაზარზე და საშუალებას მისცემს „ბარსელონას“, განახორციელოს ეს ტრანსფერი.

ლიონელ მესის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.