„ბარსელონა” მარტინესის შესაძენად 80 მილიონ ევროს იხდის
„ბარსელონა” მარტინესის შესაძენად 80 მილიონ ევროს იხდის

„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის შესაძენად „ინტერს“ ახალ შეთავაზებას სთავაზობს.

კატალონიელები მზად არიან, 22 წლის არგენტინელში იტალიელებს 80 მილიონ ევრო გადაუხადონ, ასევე საქმეში მცველი ჯუნიორ ფირპოც ჩართონ, იტყობინება ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლა სკირა. მიუხედავად ამისა, „ინტერი“ მარტინესის გაშვებას მხოლოდ 111 მილიონად დათანხმდება. ეს ის თანხაა, რომელიც მილანელებს წინასწარი შეთანხმებუთ ლაუტაროს გაყიდვის შემთხვევაში უნდა აეღოთ.

მიმდინარე სეზონში „ინტერის“ თავდამსხმელმა 31 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.