„ბარსელონა“ მარკოს ლორენტეს გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ განიხილავს მომავალი წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველის მარკოს ლორენტეს თავისუფალი აგენტის სტატუსით აყვანის შესაძლებლობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ექრემ ქონურმა. 31 წლის ესპანელის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ატლეტიკო“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ლორენტესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე და იმედოვნებს ფეხბურთელის შენარჩუნებას. ფეხბურთელის მიმართ ასევე ინტერესს გამოხატავენ „ლივერპული“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“. თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ ახალ ხელშეკრულებაზე, ლორენტეს შეეძლება „ატლეტიკოს“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
ლორენტე 2019 წლიდან თამაშობს მადრიდულ კლუბში, სადაც „ატლეტიკოდან“ გადავიდა.