„ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელ ლეგიონერს აკვირდება
„ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელ ლეგიონერს აკვირდება

„ბარსელონას“ სურს, პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე მის თანამემამულე ჟოაო კანსელოში გაცვალოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

სემედუ კატალონიელთა ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავს, მანამდე კი „ბენფიკაში“ გამოდიოდა. მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში 26 წლის პორტუგალიელმა 21 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასი შეასრულა.